ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ ბრიტანელი, ამერიკელი და ფრანგი მეცნიერები ჯონ კლარკი, ჯონ მარტინისი და მიშელ დევორე. სამივე მათგანი ამერიკულ, კალიფორნიის და იელის უნივერსიტეტებში საქმიანობს.
შვედეთის სამეფო აკადემიამ ლაურეატების ვინაობა დღეს, 7 სექტემბერს სტოკჰოლმში გამოაცხადა.
ამერიკელმა და ევროპელმა მეცნიერებმა ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო პრემია მიიღეს კვანტური მექანიკის სფეროში ჩატარებული კვლევების შედეგად მაკროსკოპური კვანტურ-მექანიკური ტუნელირებისა და ელექტროჯაჭვში ენერგიის დაკვანტვისთვის.
6 ოქტომბერს მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი მეცნიერები მერი ბრანკოუ და ფრენკ რემსდელი და იაპონელი შიმონ საკაგუჩი.
ნობელის 2025 წლის პრემიით დაჯილდოება 6 ოქტომბერს დაიწყო და 13 ოქტომბერს დასრულდება.
ნობელის პრემია გაიცემა მედიცინის, ფიზიკის, ქიმიის, ეკონომიკისა და ლიტერატურის დარგებში და მშვიდობის დამყარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
ფორუმი




