ფიბა-ს თბილისური სამწვრთნელო კემპიდან კოპენჰაგენში | ბურჯანაძე და ბექაია დანიაში გაემგზავრნენ

ფიბა-ს სამწვრთნელო სემინარი მიმდინარეობს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, რომელსაც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მივლინებით 2 ახალგაზრდა მწვრთნელი – ბექა ბურჯანაძე და ბექა ბექაია ესწრებიან. ეს გახლავთ სემინარები მინი კალათბურთში, რომელსაც 14 წლამდე ასაკის ბავშვებთან მომუშავე მწვრთნელები ესწრებიან. კოპენჰაგენში სემინარები 31 მაისს დაიწყო და 2 ივნისამდე გაგრძელდება.
აღნიშნული პროგრამა ერთწლიანია და იგი 3 ღონისძიებისგან შედგება. პირველი გახლავთ კოპენჰაგენის სემინარები, რის შედეგაც პროგრამაში ჩართული მწვრთნელებისთვის გაიმართება ონლაინ-სესიები. პროგრამა დასრულდება 2025 წლის ივნისში, დასკვნითი სემინარებითა და გამოცდებით. თუ რომელ ქვეყანაში ჩატარდება შემაჯამებელი სემინარ-გამოცდები, მოგვიანებით
გადაწყდება.
ნიკა ბურჯანაძე საკალათბურთო კლუბ “ვინგსის” დამაარსებელი და მთავარი მწვრთნელია, რომელმაც კლუბი ისე განავითარა, რომ რამდენჯერმე მოიგო Junior NBA და სხვადასხვა ასაკობრივი ლიგები. ბურჯანაძე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიცაა დაკავებული და აქტიურად არის ჩართული მოზარდ კალათბურთელებთან მუშაობაში.
ბექა ბექაია შედარებით ახალგაზრდა მწვრთნელია, რომელმაც სათამაშო კარიერა იმის გამო დაასრულა, რომ ფოთში, როლანდ გარუჩავას დაარსებულ საკალათბურთო სკოლას გაძღოლოდა. ბექაიას ხელმძღვანელობით ს 16-წლამდელთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი, A ლიგის საგზური მოიპოვა და შემდეგი სეზონისთვის შეინარჩუნა, ხოლო მინი კალათბურთის რამდენიმე გუნდი ფოთში აქტიურად ვარჯიშობს. გარდა ამისა, ბექაია გახლავთ სამეგრელოს კალათბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი და აქტიურადაა ჩართული ყველა მიმდინარე რეგიონულ პროგრამაში.
ბურჯანაძე და ბექაია თბილისში 28-31 მაისს ჩატარებულ ფიბა0ს სამწვრთნელო კემპის საწყის 2 დღესაც დაესწრნენ, რს შემდეგაც კოპენჰაგენში გაემგზავრნენ და ში 3 ივნისამდე დარჩებიან.
GBF