ფეხი არ დაუცდეთ, ეს ძალიან მკაფიო გაფრთხილებაა – ირაკლი 26 მაისს, ოპოზიციის გეგმებზე

ფეხი არ დაუცდეთ, ეს ძალიან მკაფიო გაფრთხილებაა – ირაკლი 26 მაისს, ოპოზიციის გეგმებზე
26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია.
ჩაიბარებს აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან. ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება ჩაიბაროს. 26 მაისი წარიმართება ისე, როგორც უნდა წარიმართოს. ჩვენ გვაქვს სათანადო ღონისძიებები დაგეგმილი ზუსტად იგივე ფორმატში, რა ფორმატითაც იმართებოდა ეს ღონისძიებები შარშან, შარშანწინ, წინა წლებში. რა თქმა უნდა, ოპოზიციის არავითარ გეგმას განხორციელება არ უწერია. ფეხი არ დაუცდეთ, ეს არის ძალიან მკაფიო გაფრთხილება, როგორც სალომე ზურაბიშვილის, ისე სხვა „ნაციონალების“ მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.
Next: ევროპელ ჩინოვნიკებს „დიფ სთეითისგან“ აქვთ მიღებული დავალება, რომ მაქსიმალურად დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც ძალიან სამწუხაროა, არის სრული, ტოტალური უსამართლობა

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

ირაკლი კობახიძე: 2007 და 2020 წლებისგან დღევანდელი ვითარება იმით განსხვავდება, რომ დღეს ქართული საზოგადოებაც და ქართული სახელმწიფოც ბევრად უფრო ძლიერია და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არავის მისცემს