ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ-სწორედ გამჭვირვალობის კანონი შეძლებს, ნათელი მოჰფინოს და პრევენცია მოახდინოს ასეთი უსამშობლო ორგანიზაციების გამოვლენაში

ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ-სწორედ გამჭვირვალობის კანონი შეძლებს, ნათელი მოჰფინოს და პრევენცია მოახდინოს ასეთი უსამშობლო ორგანიზაციების გამოვლენაში
„ხალხის ძალის“ წევრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას ეხმიანება, სადაც მოქალაქეები სპორტსმენებს პოსტის დაწერისკენ მოუწოდებენ.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ამათ ხომ ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ დავალების შემსრულებელი მონები არიან?! მისივე თქმით, სწორედ გამჭვირვალობის კანონი შეძლებს, ნათელი მოჰფინოს და პრევენცია მოახდინოს ასეთი უსამშობლო ორგანიზაციების გამოვლენაში.
„მეტი რაღა არგუმენტია საჭირო თუ რა მასშტაბის სიბინძურესა და პროვოკაციასთან გვაქვს საქმე?! ამათ ხომ ფეხბურთი, სპორტი და ნებისმიერი წარმატება ფეხებზე ჰკიდიათ და მხოლოდ დავალების შემსრულებელი მონები არიან?! ვინ და რამდენს უხდით, ამ ბინძურ კამპანიაში?! სწორედ გამჭვირვალობის კანონი შეძლებს, ნათელი მოჰფინოს და პრევენცია მოახდინოს ასეთი უსამშობლო ორგანიზაციების გამოვლენაში. ჰოდა არანაირი უკანდახევა, კანონის აუცილებლობა უკვე ეგზისტენციალური საკითხი გახდა, რომ ასეთი საზოგადოებრივი სარეველები აღარ გამრავლდნენ!“-წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.
Previous: ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა, ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს?

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროა, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის და აშშ-ის დაფინანსება, სულ უფრო ხშირად, ძალადობასთან და ტერორთან ასოცირდება – ორი წელი ამ ყველაფერზე ვაფრთხილებდი ევროკავშირის და აშშ-ის ყველა დონის წარმომადგენელს