“ფეხბურთი ისაა, ნაცს და ქოცს რომ ერთმანეთს ჩაახუტებს და ერთად სიხარულის ცრემლებს აღვრევინებს” – გრინ ბარეტი

ემოციებს კი არა და, – ცრემლებს ვეღარ ვაკონტროლებ წუხელს მერე. ყველაფერზე მეტირება. ს ომის მერე რომ ცრემლი გამიშრა, მშობელს, ბიძაშვილებს, ძმაკაცებს რომ ვერ გავატანე, – თურმე გროვდებოდა და ახლა გადმოედინება ყველა… და კიდევ ვიღაცას ენა მოუბრუნდევა და იტყვის, რა არის ფეხბურთიო… ფეხბურთი ისაა, ქალს და კაცს, დიდს და პატარას, მდიდარს და უქონელს, სრულიად უცხო, სხვადასხვა რელიგიის, პოლიტიკური მრწამსის თუ ორიენტაციის ადამიანებს… ბოლოსდაბოლოს ნაცს და ქოცს რომ ერთმანეთს ჩაახუტებს და ერთად სიხარულის ცრემლებს აღვრევინებს. მაპატიეთ ამ ბოლო, სრულიად მდაბლური და უადგილო შედარებისთვის, მაგრამ უფრო რეალისტური და ყოვლისმომცველი კრიტერიუმი სამწუხაროდ ვერაფერი მოვიფიქრე… ფეხბურთი აღმაფრენაა! ფეხბურთი ერთობაა! ფეხბურთი სიყვარულია! ფეხბურთი, – რომელიც სიცოცხლეზე მეტია!!! ფეხბურთი საყოველთაო ბედნიერებაა, რომელიც ამდენი ლოდინის შემდეგ ბოლოსდაბოლოს ჩვენს კართანაც მოვიდა და მე, წუხელს მერე, ცრემლებს ვეღარ ვაკონტროლებ!!! ხო, – ვიცი როგორ ელოდი ამ დღეს… აქ ვერ მოესწარი, ბევრზე ბევრ ძალიან მაგარ ქართველთან ერთად, მაგრამ ისიც ვიცი, რომ “იქ” ფეხბურთი ნამდვილად არის და დღეს შენც ბედნიერი ხარ, მამაჩემო!!! რომ თქვენც ბედნიერები ხართ, მაგარო კაცებო, იქ, დიდ სოფელში და გიხაროდენ, – ეს გამარჯვება თქვენი, ჩვენი, ყველასი, ამიერ და იმიერ საქართველოსია!!!