,,ფეხბურთი არ ათამაშეს, არც სიტყვა ათქმევინეს“ – რას წერენ ბუდუ ზივზივაძის მხარდასაჭერად

იმ ფაქტს, რომ ბუდუ ზივზივაძეს ღონისძიებაზე სცენიდან მისალმების საშუალება არ მიეცა, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურებიან:
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:
,,ფეხბურთი არ ათამაშეს, არც სიტყვა ათქმევინეს. ჩვენი სიყვარული და თანადგომა ბუდუს!”
ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი:
,,ვინც ბუდუს სიტყვა არ მისცა, იმის დედას შევ…
აი, კიდე ვისაც გჯეროდათ რომ ჩემპიონატზე ბუდუ ქოცებს არ დაუბლოკიათ… რავი, აი რა დაგარქვათ ? :)“
ნაცმოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე:
,;ცოტა სპორტი და პოლიტიკა გამიჯნულ ხალხს მინდა გკითხოთ:
ანუ,ამ ზეიმის თავი და თავი ევროპაზე გასვლის მიზეზი ხომ არი?
ამ მიზეზის მთავარი აქტორი არის თუ არა ბუდუ ზივზივაძე?
ხოდა,
ეგ როგორ ხდება პოზიციციის გამოვლენის შემდეგ,სულ სათადარიგოზე რომ უწევდა ჯდომა და დღეს სიტყვაც არ ათქნევინეს?
აა,ის მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო და ეს უბრალოდ დამთხვევა,ხო?
კაი გენაცვალეთ,ვისაც იდიოტის როლში მოგწონთ საკუთარი თავები,მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო🙈“
,,ახალის” დამფუძნებელი, :
,,დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.
მიდი და გაიგე ახლა, კომედიიდანაა ამონარიდი თუ ტრაგედიიდან.
ჩემი აზრით, ბუდუსთვის – კომედიიდან, ობოლაძისთვის – ტრაგედიიდან.”

ასევე დაგაინტერესებთ