ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა, ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს?

ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა, ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს?
ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა”- ასე ეხმიანება თბილისის მერი ქართველი ფეხბურთელების მიერ, ევროპული გზავნილების შინაარსის ფეისბუქ პოსტებს, რომელიც დღეს გამოაქვეყნეს.
“რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუფლად გადავადგილდებით ვიზის გარეშე, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში.
ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა! სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენი წინაპრებიც ამისთვის იბრძოდნენ, რომ ვყოფილიყავით თავისუფლები და დამოუკიდებლები! ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა!”- წერს კახა კალაძე.
Previous: საქართველო უნდა იყოს შემდგარი სახელმწიფო, იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, დიახ, ევროკავშირი არის ჩემი არჩევანი და ამისთვის მინდა ძლიერი ქართული სახელმწიფო

ასევე დაგაინტერესებთ