ფესტივალებს ჩვენზე დადებითი გავლენა არ აქვთ – სასტუმრო ანაკლია

ანაკლიაში მოქმედი სასტუმრო “ანაკლიას” დირექტორის თქმით, მუსიკალურ ფესტივალებს, რომლებიც ანაკლიაში გასულ წლებში ტარდებოდა მათ დატვრითვაზე გავლენა არ ჰქონია. ის მიიჩნევს, რომ ფე
იოსებ თოდუა განმარტავს, რომ ფესტივალები, რომლებიც რეგიონში ტარდება, მხოლოდ 3-4-დღიან სტუმრებზეა გათვლილი, რაც უფრო ხანგრძლივი ვადით დასვენების მსურველების ნაკადებს აფერხებს.
„ჩვენი ძირითადი სტუმრები ადგილობრივები არიან. ასევე, იშვიათად გვსტუმრობენ ტურისტები სომხეთიდანაც.
ფესტივალები, რომელიც კურორტზე ტარდება, ნეტავ საერთოდ არ ჩატარდეს. ეს ჩვენს დატვირთულობაზე საერთოდ არ აისახება და პირიქით, უარყოფითად მოქმედებს.
3 -დღიანი და 4 -დღიანი ფესტივალი გათვლილია სტუმრებზე, რომლებიც 3 და 4 დღით ჩამოდიან კურორტზე. ხოლო, საზღვაო სასტუმრო უნდა იყოს გათვლილი ოჯახებზე და დამსვენებლებზე. ამიტომ, ადამიანი სამი, ოთხი დღით რომ ჩამოდის, სასტუმრო მალე ივსება და ხელს უშლის სტუმრების ჩამოსვლას, რომლებსაც ხანგრძლივი დროით უნდათ დასვენება“,- აცხადებს თოდუა.
მისივე ცნობით, რეგიონში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინფრასტრუქტურა, რომელიც კურორტზე არ არსებობს. სასტუმროს დირექტორი ამბობს, რომ მთელ კურორტზე მხოლოდ ორი სასტუმრო დგას. არ არის გასართობი სივრცე, რესტორნები და ა.შ. სადაც დამსვენებლები დროს გაატარებენ.
ინფორმაციისთვის, სასტუმრო „ანაკლია“ კურორტზე 14 წელია ოპერირებს და ჯამში 42 ნომერს აერთიანებს.