ფერმერებმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ ქუჩები ჩახერგეს

ევროკავშირის საგანგებო სამიტთან დაკავშირებით, ბელგიის დედაქალაქის ქუჩები ჩახერგა ასობით ტრაქტორმა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკამ, იტყობინება პოლიცია.
ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიასა და საფრანგეთში, ფერმერთა კავშირებმა ბოლო ხანებში მძაფრი პროტესტი გამოთქვეს მთავრობების აგრარული პოლიტიკის მიმართ.
31 იანვარს ევროკომისიამ განაცხადა, რომ სურს ფერმერები დაიცვას უკრაინიდან იაფი იმპორტისგან და მათ ნება დართოს, მოიხმარონ მიწები, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოიყენება ბუნების დაცვის მოსაზრებიდან გამომდინარე.
ამგვარი გეგმები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროკავშირის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.
ევროკავშირის სამიტზე განიხილეს უკრაინისთვის 50 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფის საკითხი. ამ დახმარების წინააღმდეგი იყო უნგრეთის მთავრობა, რომელსაც სურდა, რომ გადაწყვეტილება ერთი წლით მიეღოთ და ყოველ მომდევნო წელს იგი კვლავ დაემტკიცებინათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე – ჩანაფიქრი იყო, რომ ადამიანების თავისუფლებით ევაჭრათ, როგორც ტერორისტები აკეთებენ: მძევლები აჰყავთ და რაღაცაში ცვლიან – ახლა არ იციან ვისთან და რაზე ივაჭრონ და ეძებენ მომენტს