ფერმერების მიერ მიღებული 7 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი და სახელმწიფო სუბსიდია, რომელიც 2 მილიონ აჭარბებს – როგორია არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის წლევანდელი პროგრამის შედეგები

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შედეგების შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო შტაბში მოისმინეს.
ოფიციალური ცნობით, პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 12 საწარმო იბარებდა – შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
პროგრამაში ჩართულმა ფერმერებმა, დაახლოებით, 7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია ორ მილიონს აღემატება.
პროგრამა 15 დეკემბერს დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს