„ფენიქსის“ ბოლო გზა: „გმირად მაინც მოვკვდებიო!“

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთში, ბოლო გზაზე გააცილეს 47 წლის ხვიჩა გვირჯიშვილი, უკრაინის არმიის ქართველი მოხალისე, რომელიც მტერთან ბრძოლაში, 3 ივნისს, ხარკივის ოლქში დაეცა.
საოცრად უყვარდა სამშობლო. ს ომის დროს, ძალიან პატარა ასაკის გაიპარა ფრონტზე, 14 წლის იყო მაშინ. უკრაინის დასაცავადაც მაშინვე წავიდა გიორგი გვირჯიშვილი
ხვიჩა გვირჯიშვილი, საბრძოლო თიკუნით „ფენიქსი“, უკრაინის არმიის „მეორე ინტერნაციონალურ ლეგიონში“ იბრძოდა, რომელიც სხვადასხვა ეროვნების, მოხალისე მებრძოლებით არის დაკომპლექტებული.
„უკრაინის დასაცავად წავიდა რუსების შეჭრიდან ძალიან მალევე და ფრონტის, ყველაზე რთულ მონაკვეთებში იბრძოდა. საქართველოს დიდი პატრიოტი იყო, საოცრად უყვარდა სამშობლო” – ამბობს ხვიჩას ძმა, გიორგი გვირჯიშვილი.
მისი თქმით, “აფხაზეთის ომის დროს, ასევე ძალიან პატარა ასაკის გაიპარა ფრონტზე, 14 წლის იყო მაშინ. 2022 წელსაც, როცა გაიგო რო აფხაზეთის ომის ვეტერანები უკრაინის არმიას შეუერთდნენ, ხვიჩა ეგრევე კიევში წავიდა, მაშინ გერმანიაში ცხოვრობდა“.
ხვიჩა გვირჯიშვილი ჯერ „ქართულ ლეგიონში“ იყო, შემდეგ, „ინტერნაციონალურ ლეგიონში“ გადავიდა. იგი ხარკივის მიმართულებაზე დაიღუპა, პოზიციას, რომლებსაც ქართველები ამაგრებდნენ, ჭურვი დაეცა. გვირჯიშვილი ადგილზე დაიღუპა, მეორე ქართველი მებრძოლი დაიჭრა.
ყველა მოკითხვა ამ სიტყვებით მთავრდებოდა – ,,ყველაფერი კარგად იქნება, გმირად მაინც მოვკვდებიო! რუსა ლომიძე
ქართველ მოხალისეს, ჯერ, კიევში წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გამოეთხოვნენ. სამშობლოში გადმოსვენების შემდეგ კი, საყუნეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაასვეს და დღეს, ხელით წაასვენეს სოფლის სასაფლაოზე.
„ბავშვობიდან ვიცნობდი ხვიჩას. რაც ში ჩამოვიდა, ყველა მოკითხვა ამ სიტყვებით მთავრდებოდა – ,,ყველაფერი კარგად იქნება, გმირად მაინც მოვკვდებიო! დიდება, მადლობა და გმირები არ კვდებიან!” – წერს ხვიჩა გვირჯიშვილის ბავშვობის მეგობარი რუსა ლომიძე. ხვიჩას საქართველოში მეუღლე და შვილები დარჩა.
ხვიჩა გვირჯიშვილის სიკვდილის შემდეგ, უკრაინაში დაღუპულ ქართველთა რიცხვმა უკვე 83 მიაღწია. ს არმიის უკრაინაში პირველი შეჭრის დროს (2014-2022), უკრაინაში – 12 ქართველი მეომარი დაიღუპა. 2022 წლის მარტიდან 2024 წლის მაისის ჩათვლით კი რუს აგრესორებთან ფართომასშტაბიან ომს 71 ქართველი და ქართული წარმოშობის უკრაინელი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
ამ დრომდე, რუსი აგრესორების ტყვეობაში უკრაინის არმიის 9 ქართველი მებრძოლი იმყოფება. აქედან: 4 – საქართველოს, ხოლო 5 – უკრაინის მოქალაქეა. ქართველი სამხედრო ტყვეების, მათ შორის 22 წლის მამუკა გაწერელიას საკითხი, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა „სამუდამო პატიმრობა“ მიუსაჯეს, საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრაზე წამოჭრა.
ს შვეიცარიის ქალაქ ბიურგენშტოკში, მშვიდობის სამიტზე შეხვდა. უკრაინის მხარის ცნობით, რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ტყვეების გაცვლას, პრინციპით „ყველა ყველაზე“. კიდევ უფრო რთული ვითარებაა, როცა საქმე უცხოეთის მოქალაქეს და მოხალისეს ეხება.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქართველ მოხალისეთა რამდენიმე დაჯგუფება იბრძვის, მათ შორის, ყველაზე დიდი „ქართული ლეგიონი“, 14 ივნისს, რუსეთმა სამხედრო სასამარლომ, „ტერორისტული ორგანიზაციების“ „ფედერალურ სიაში“ შეიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ