“ფენერბაჰჩე” საუდის არაბეთის ლიგიდან ორ შემტევს იმატებს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ფენერბაჰჩე” საუდის არაბეთის ლიგიდან ორი ფეხბურთელის დამატებას ცდილობს და ერთ შემთხვევაში წარმატებას უკვე მიაღწია.
გადაწყვეტილი ამბავია, რომ იანვარში სტამბოლელებს “ალ ნასრიდან” 30 წლის ბრაზილიელი შემტევი ანდერსონ ტალისკა შეუერთდებათ, გარიგების დეტალები კი არ სახელდება.
“ფენერბაჰჩე” “ალ აჰლისაც” მიადგა და 33 წლის რობერტო ფირმინოს ტრანსფერზეც დაიწყო მუშაობა. SBA Sports იტყობინება, რომ თურქული მხარე ამ გარიგების წარმატებით დახურვასთანაც ახლოსაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში