„ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია Meta „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციას აუქმებს და მას „საზოგადოების შენიშვნებით“ ანაცვლებს

„ფეისბუქისა“ და „ინსტაგრამის“ მფლობელი კომპანია Meta „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციას აუქმებს და მას „საზოგადოების შენიშვნებით“ ანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, Meta-ს „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ კონტენტის გადახედვის პოლიტიკაში ცვლილებები შეაქვს და „ფაქტ-ჩექინგის“ ფუნქციაზე უარს ამბობს. მათ ნაცვლად იქნება მომხმარებლების მიერ შექმნილი „საზოგადოების შენიშვნები“, როგორიც პლატფორმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) არსებობს.
„ფაქტ-ჩექერები“ პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს. ის, რაც დაიწყო როგორც უფრო ინკლუზიურად ყოფნის მოძრაობა, სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა მოსაზრებების ჩასახშობად და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების გასაჩუმებლად და ეს ზედმეტად შორს წავიდა“, – განაცხადა Meta-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბეგმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
ამავდროულად, ცუკერბერგმა აღნიშნა, რომ ახალ პოლიტიკას „მეორე მხარეც“ მოჰყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ „კონტენტის მოდერირებაში ცვლილებების შეტანის შედეგად პლატფორმაზე მეტი მავნებელი კონტენტი გაჩნდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

არასათავრობოები – პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩაახშოს პოლიტიკური პროცესი და განსხვავებული აზრი ქვეყანაში

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ქართულ ოცნებას“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შესახებ უარზე – როცა თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ცარიელი სკამები უფრო ადვილი გზაა