“ფეიენოორდმა” “მილანთან” ფრეს მიაღწია და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, „ფეიენოორდი“ სტუმრად „მილანს“ დაუზავდა (1:1) და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
პირველი შეხვედრა „ფეიენოორდს“ როტერდამში 1:0 ჰქონდა მოგებული. სახლში “მილანი” პირველივე წუთზე მექსიკელმა სანტიაგო ხიმენესმა დააწინაურა, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში „ფეიენოორდში“ თამაშობდა. 51-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მცველმა თეო ერნანდესმა და „როსონერი“ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რის შემდეგაც ხულიან კარანსამ თავურით ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს მერვედფინალის საგზური მოუპოვა.
მილანი – ფეიენოორდი 1:1
გოლები: 1:0 ხიმენესი (1), 1:1 კარანსა (73)
გაძევება: ერნანდესი
(51, მილანი)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში