ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებაზე საქმე შეწყვიტა

ფედერალურმა მოსამართლემ ს წინააღმდეგ საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის ბრალდებით აღძრული საქმე შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ფლორიდის შტატის საოლქო მოსამართლემ, ეილინ ქენონმა გამოტანილ დადგენილებაში განაცხადა, რომ -ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური მრჩევლის, ჯეკ სმიტის დანიშვნამ, რომელიც ამ საქმის პროკურორია, კონსტიტუცია დაარღვია და მას საქმის აღძვრის უფლებამოსილება არ გააჩნდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვის საქმეზე ბრალი გასულ წელს წაუყენეს.