ფაშინიანი: რატომ ვრჩებით ОДКБ-ს წევრები? გულწრფელად რომ ვთქვა, პასუხი არ გამაჩნია

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიტანულ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ არ იცის, რატომ რჩება ქვეყანა ს მიერ გაძღოლილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი.
“თუ ჩვენ გვექნება იმ ორგანიზაციის იმედი, რომლის იმედიც არ უნდა გვქონდეს, რადგან, პრინციპში, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვებსაც არ შეიძლება ჰქონდეთ მისი იმედი და ეს დამოწმებულია ორგანიზაციის რეაქციებითა და წევრი ქვეყნების განცხადებებით და ჩვენი საზოგადოება კითხულობს, რატომ ვაგრძელებთ ОДКБ-ს წევრობას – გულწრფელად რომ ვთქვა, ამ შეკითხვაზე პასუხი არ გამაჩნია.” – თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ОДКБ და აღნიშნა, რომ მაშინ, როცა აზერბაიჯანი უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა, ორგანიზაცია უმოქმედობას იმით ამართლებდა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვარი დელიმიტირებული არ იყო. ფაშინიანის თქმით, თუ არ არსებობს გარკვეული საზღვარი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაშინ “ეს ნიშნავს, რომ ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონაც არ არსებობს”. მისივე თქმით, ყველამ იცის, სად არის საზღვარი.
“ახალი საინტერესო შემთხვევაც გვაქვს, როცა კოლეგებმა რუსეთის ფედერაციიდან შემოგვთავაზეს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ОДКБ-s სამშვიდობოებს გამოგზავნიდნენ. ბოდიში, მაგრამ ეს განცხადება ОДКБ-ს ფუნქციურობას, რადგან თუ ჩამოვიდოდნენ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე უნდა ჩამოსულიყვნენ როგორც სომხეთის მოკავშირეები და არა როგორც სამშვიდობოები ან მშვიდობისმყოფელები. ბევრი ამბობს, რომ სომხეთმა ОДКБ-ზე რაღაცები ილაპარაკა, ან სომხეთმა ОДКБ-ში რაღაც მოიმოქმედა, მაგრამ სომხეთს ОДКБ-სთვის არაფერი დაუშავებია, ОДКБ-მ თავად ავნო თავს საკუთარი განცხადებებით, მოქმედებებითა და უმოქმედობით.” – თქვა ფაშინიანმა.
ფაშინიანმა დაამატა: “ამ ვითარების გათვალისწინებით, თავს ვერ მოვატყუებთ რომ ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევთ. ამჟამად ჩვენ, პრაქტიკულად, გავყინეთ ОДКБ-ში მონაწილეობა და როგორც ვხედავ, ჯერ კიდევ არსებობს ორგანიზაციასთან ურთიერთობების დათბობის შესაძლებლობა, მაგრამ თუ მოვლენები ასე გაგრძელდება, თუ პოლიტიკური განცხადებები გაგრძელდება, ОДКБ-ში ჩვენი მონაწილეობის ეს ხაზიც გადაიკვეთება და შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებლად ჩაითვლება.”
ტრადიციულ მოკავშირეებს, სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 2020 წლის ყარაბაღის ომის შემდეგ გაუარესდა. ერევანში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა და ОДКБ-მ მთიან ყარაბაღთან მიმართებაში უმოქმედობა გამოიჩინეს. ორგანიზაცია უმოქმედოდ შეხვდა 2022 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩატარებულ საბრძოლო მოქმედებებსაც. პარალელურად, კრემლში უკმაყოფილო არიან, რომ სომხეთი ევროკავშირთან კავშირებს ამყარებს და მეტიც, შეურთდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტს.
ОДКБ-ს ბოლო სხდომას სომხეთის წარმომადგენლები არ დასწრებიან. კრემლში ამბობდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით წუხდნენ. ერევანში აქამდე ამბობენ, რომ ამ ორგანიზაციიდან გამოსვლას არ აპირებდნენ.