“მღვდელს შეიძლება ჰყავდეს ბენტლი, სამი ცოლი, ოთხი საყვარელი და შვილი ყველა ქვეყანაში და მაინც არ იყოს ვინმეს წინაშე ანგარიშვალდებული? ხომ არ გაგიჟებულხართ?.. ე.წ. კათოლიკოსს, გარეგინს – ჰყავს თუ არა ქალიშვილი? უპასუხია ოდესმე ამ კითხვაზე? მისი ძმა კგბ-ს აგენტი იყო – აუხსნია ოდესმე ეს? არის სექსუალურად გარყვნილი ეკლესია? არის ქურდი ეკლესია? მე რისკის ქვეშ დავაყენებ ჩემს სიცოცხლეს, რათა ჩვენი სიწმინდე მათგან გავათავისუფლო” – თქვა სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირების ნაწილს “გარე ძალების ინტერესების” მსახურებაში დასდო ბრალი [რეალპოლიტიკის თარგმანი]
