ფაშინიანი: ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლები “კვლავ სხვადასხვა დიპლომატიურ ენაზე ლაპარაკობენ”

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ს თქმით, ერევანი და ბაქო შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების საბაზისო პრინციპებზე, თუმცა ორი მხარე “კვლავ სხვადასხვა დიპლომატიურ ენაზე ლაპარაკობს” სამშვიდობო მოლაპარაკებებისას.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე – რომელიც ერევანში 18 ნოემბერს გაიხსნა – ფაშინიანმა სინანული გამოთქვა იმაზე, რომ აზერბაიჯანმა კვლავაც საჯაროდ უნდა გამოავლინოს ერთგულება მშვიდობის მიღწევის სამი პრინციპის მიმართ, რომლებზეც, მისი თქმით, შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ფაშინიანის თქმით, ნების ეს ნაკლებობა აღრმავებს უნდობლობის ატმოსფეროს და აზერბაიჯანის ოფიციალური წარმომადგენლების რიტორიკაში რჩება სომხეთის წინააღმდეგ “სამხედრო აგრესიის” განახლების პერსპექტივა.
“ერევანი და ბაქო კვლავ სხვადასხვა დიპლომატიურ ენაზე ლაპარაკობენ”, – თქვა ფაშინიანმა და დასძინა: “ჩვენ ხშირად არ გვესმის ერთმანეთის”.
ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სამშვიდობო მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი გამართეს ევროკავშირის შუამავლობით, მას მერე, რაც ბაქომ სწრაფი სამხედრო ოპერაცია განახორციელა მთიან ყარაბაღში, რითიც დასრულდა კამათის საგნად ქცეული ამ ტერიტორიის ეთნიკური სომხების მიერ მართვა სამი ათწლეულის განმავლობაში. მთიან ყარაბაღს საერთაშორისო თანამეგობრობა აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებს.
ფაშინიანის ამ გამოსვლამდე ბაქომ 18 ნოემბერს განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში ერევანში, რომელიც მიმდინარე თვეში -ში დაიგეგმა და რომლის მიზანი ვითარების ნორმალიზაცია უნდა იყოს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს გადაწყვეტილება არის პასუხი “ცალმხრივ და მიკერძოებულ განცხადებებზე”, რომლებითაც გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აზერბაიჯანის წინააღმდეგ.
ერევანში გამართულ ეუთოს სესიაზე სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა 17 ნოემბერს თქვა, რომ ახლა არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების ისტორიული შესაძლებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ხალხი მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს, ოთხი პარტია და მთელი მდიდარი ენჯეოსექტორი აორგანიზებდა და ბოლოს მაინც გამოუვალი მდგომარეობით დაამთავრეს – არჩევნები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წააგეს