„კტრიჩ ნერსისიანის (სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს საერო სახელი) სპიკერმა განაცხადა, თითქოს მე წინადაცვეთა მაქვს გაკეთებული. მზად ვარ მივიღო კტრიჩ ნერსისიანი და მისი სპიკერი და დავუმტკიცო საწინააღმდეგო,“ – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ „Facebook“-გვერდზე დაწერა.
„ხოლო თვითონ კი, ბოლოს და ბოლოს, პასუხი გასცეს კითხვას: დაარღვია თუ არა დაუქორწინებლობის [ცელიბატი] აღთქმა? ჰყავს თუ არა შვილები?“ – დაამატა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და სასულიერო პირებს შორის დაპირსპირება დაახლოებით, ერთი თვეა გრძელდება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საზოგადოებას შესთავაზა საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომელიც დაკავდება ახალი კათოლიკოსის არჩევნების ორგანიზებით.
მანამდე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ბრალდება წაუყენა სომხეთის კათოლიკოსს, გარეგინ II-ს და მაღალი რანგის სასულიერო პირთა ჯგუფს ცელიბატის აღთქმის დარღვევაში. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ თუ დადასტურდება, რომ გარეგინ II-მ მართლაც დაარღვია ცელიბატი და ჰყავს შვილი, ის ვერ შეძლებს ყველა სომეხის კათოლიკოსად დარჩენას.
სასულიერო პირები, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრს სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის გაჩაღებაში ადანაშაულებენ.
