ფაქტობრივად, რასაც ახლა ევროკავშირი აკეთებს, აბსურდია, რადგან საკუთარი თავით გვაშინებს

ფაქტობრივად, რასაც ახლა ევროკავშირი აკეთებს, აბსურდია, რადგან საკუთარი თავით გვაშინებს
ევროპარლამენტში იმდენი კორუფციული სკანდალი გასკდა, ხან ვის უპოვეს ოქროს ზოდები და ხან ვის უპოვეს ევროები სახლში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ვნახეთ, საბოლოო ჯამში, კორუფციის რა დონე არის მათ შორის, ევროპარლამენტში და სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურაში”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ის „ენჯეოები“, რომლებიც საქართველოში არ აღიარებენ კონსტიტუციას, დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არჩევნებს, ხელისუფლებას, კანონმდებლობას, ყველა ფინანსდება ევროკავშირისგან.
„ერთს გეტყვით, როგორ ეწყობა ეს ყველაფერი და როგორ ამუშავებენ „ენჯეოებს“, იყო წერილი ვიზალიბერალიზაციის საფრთხესთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, შანტაჟი, ევროკავშირის ელჩის განცხადება, ორი დღეც არ არის გასული და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უკვე გამოაცხო დამაშინებელი ვიდეო, რა უბედურებები მოხდება, თუკი სავიზო რეჟიმი შემოიღეს. ევროკავშირის საელჩო ერთი მხრივ, იწყებს შანტაჟს თემით და შემდეგ, ფულს აძლევს „ენჯეოებს“ ამ პროპაგანდის საწარმოებლად, თუ რა კოშმარია ევროკავშირის ბიუროკრატი, ვიზა თუ დაგჭირდება, დაგტანჯავს, დაგამცირებს, სიცივეში დაგაყენებს და არაკანონიერად მოგექცევა იმისთვის, რომ ვიზა მოგცეს. ფაქტობრივად, რასაც ახლა ევროკავშირი აკეთებს, აბსურდია, რადგან საკუთარი თავით გვაშინებს. ანუ, ევროკავშირი იმდენად ცუდია, დაგვსჯის იმის გამო, ხომ არ ავირჩიეთ ქართველმა ხალხმა ის პარტია, რომელზეც მისი ელჩი მიგვითითებდა და მეორე, ვიზის გაცემა თუ იქნება საჭირო, დაგვტანჯავს, გვაწამებს, არაადამიანურად მოგვექცევა; იმის უნარიც არა აქვთ, საქართველოს იუსტიციის სახლისმაგვარი სერვისი მისცენ მოქალაქეებს, იმდენად განუვითარებელი გამოდის ამ შემთხვევაში ევროპული სერვისები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
Previous: არის მცდელობა, უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოყენებული იყოს საქართველოზე პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად, რომლის მიზანიც, საბოლოო ჯამში, ხელისუფლების შეცვლაა

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს