ფაქტობრივად, ეს საკითხი გადაწყვეტილია ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, საქართველოს მიენიჭება კანდიდატი სტატუსი – სერგო ჩიხლაძე

ქართველ პოლიტიკოსებს ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან მიმართებით დადებითი მოლოდინები აქვთ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 14-15 დეკემბერს მიღებული დასკვნით უნდა გამოსწორდეს ის უსამართლობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ შარშან მიიღო.
ოპოზიციის ნაწილი უნგრეთის პოზიციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებზე ამახვილებს ყურადღებას, მეორე ნაწილი კი, აქცენტს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად არსებულ სამუშაო ჯგუფებზე აკეთებს.
პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე დარწმუნებულია, რომ ქვეყანა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებში მათი მხრიდან ჩართულობას, ჩიხლაძე აცხადებს, რომ ჯერ პროცესს დააკვირდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ღირს თუ არა მმართველ გუნდთან ერთად ჩაერთონ სამუშაო პროცესში.
“ფაქტობრივად, ეს საკითხი გადაწყვეტილია ევროკომისიის დასკვნის შემდეგ და ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას, რომ რამე სხვა პასუხი, ან გადაწყვეტილება იყოს გარდა იმისა, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატი სტატუსი. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფებს, აქ პირველ რიგში სანახავია გეგმა, რომელიც შეიმუშავა ხელისუფლებამ. ვნახოთ გეგმა და მისი ადეკვატურობიდან გამომდინარე ან არაადეკვატურობიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ღირს თუ არა ამ პროცესში ჩართვა”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ