ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აუცილებელი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება

ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ აუცილებელი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება
ის ფაქტი, რომ NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან არიან შერწყმული, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბათუმში პარტია ლელოსა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების გასვლით შეხვედრას ეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი, დამალული ფული.
„პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე, მით უმეტეს, როდესაც NGO-ების გავლით ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე. ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს შავი ფული, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ირაკლი მ.
Next: საარჩევნო უბანი გაიხსნება ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში – პრემიერი

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი – თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა

მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას – პროკურატურის განცხადება