ფაქტია, რომ ბიძინამ ყველას მოუგო და ეს მოგება დიდ წილად განაპირობა ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებულმა მისმა პოლიტიკამ

ფაქტია, რომ ბიძინამ ყველას მოუგო და ეს მოგება დიდ წილად განაპირობა ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებულმა მისმა პოლიტიკამ
ხელისუფლების მიერ, დღემდე გატარებულმა პოლიტიკამ საქართველო ბეწვის ხიდზე გაატარა, – წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.
იგი პოსტში საქართველოში ხელისუფლების პოლიტიკას, ასევე მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნასთან და „პრორუსულობის“ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მიდგომებს მიმოიხილავს.
„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს…
როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ -ს საელჩოს მხრიდან პირდაპირი მოთხოვნა და წნეხი იყო იმისათვის, რომ ს წინააღმდეგ საქართველოს მეორე ფრონტი გაეხსნა, ჩვენი ოპოზიცია პირდაპირ პასუხობს, რომ ეს არის ტყუილი, ამერიკა ამას არ მოითხოვდა საქართველოსგან, რადგან ეს იქნებოდა უბედურების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქართველ ხალხს ასე არ გაიმეტებდა.
სულ რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრის დროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროპის დიდ სახელმწიფოებს არ უნდოდათ რუსეთ-უკრაინის ომში ასეთი დიდი დოზით ჩართვა, მაგრამ უზარმაზარი წნეხი იყო -ს მხრიდან, რომ სწორედ ასე ღრმად ჩაბმულიყო ევროპა ამ ომშიო.
ამაზე ტრამპმა უპასუხა, რომ დიახ, იმისათვის რომ ეს ომი გაჩაღებულიყო, სწორედ ბაიდენის ბოლო ხელის კვრა დაჭირდა ამას.
რა გამოდის? როდესაც საქართველოს ხელისუფლება გაიძახის, აშშ-ს ელჩის მხრიდან უდიდესი წნეხის ქვეშ ვართ, რომ აუცილებლად გავხსნათ საქართველოში მეორე ფრონტი, ეს ოპოზიციისთვის ფეიკი, ტყუილი, ცილისწამება, პრორუსული განცხადებაა, ხოლო როდესაც უნგრეთის პრემიერი აშშ-ს მხრიდან ევროპელების მიმართ წნეხზე საუბრობს და ფაქტობრივად აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი ამ ფაქტს უდასტურებს, მაშინ ამაზე ოპოზიციას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, რადგან იცის, რომ ტრამპის და ორბანის ნათქვამის ფეიკად, ტყუილად, ცილისწამებად ან პრორუსულ განცხადებად შეფასება მათთვის წამგებიანია.
ოპოზიციის მხრიდან ეს ანტისახელმწიფოებრივი (და არა ანტისახელისუფლებო) პოზიცია სულაც არ არის გასაკვირი, თუ გავიხსენებთ, რომ მათი შეფასებით ამერიკული „ფარას“ კანონიც რუსულია, გამჭვირვალობა ზოგადად რუსულია, რუსულია ტელეკომპანია „იმედიც“, რომელსაც 3-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე ყველა დანარჩენ ტელევიზიებს ჯამურად, პრორუსულია ხელისუფლება და აქედან გამომდინარე, მათი მილიონზე მეტი ამომრჩეველიც პრორუსი ყოფილა. და ა. შ. ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მოსწონს რუსული „ნადეჟდა“, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა პრო-რუსული ყოფილა და მაშინ რატომ დასჭირდებოდა ხელისუფლებას ს გაყალბება?
სააკაშვილი პუტინთან შეხვედრის შემდეგ რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებდა, პუტინი #1 პოლიტიკოსიაო, კი ლავროვს მსოფლიოს #1 დიპლომატად მიიჩნევდა, მანამდე, 2003 წელს ს გამოგზავნილმა ივანოვმა ნაცებს გადასცა ძალაუფლება, რის შემდეგაც ნაცებმა ჯერ სტრატეგიული ობიექტები გადასცეს რუსებს, ხოლო შემდეგ პროვოკაციული თუ გაუთვლელი ომის საშუალებით დამატებითი ტერიტორიებიც მიართვეს, რასაც საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და იქ რუსული ბაზების დაბრუნება მოჰყვა, ამის შემდეგაც რუსეთში კულტურულ ღონისძიებებს ატარებდნენ, სააკაშვილი ხელგაშლილი ხვდებოდა რუს ტურისტებს საზღვარზე, მათი ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის ბიუჯეტიდან დღესაც რუბლებს იღებს. და ყოველივე ამის შემდეგ მაინც ბიძინა და ოცნებაა „პრორუსი“? მოკლედ ,ამაზეა ნათქვამი – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს.
ხელისუფლების მიერ, დღემდე გატარებულმა პოლიტიკამ საქართველო ბეწვის ხიდზე გაატარა. შიდა და გარე მტრები გაფაციცებულები უყურებენ, როდის დაუცდება ფეხი, მაგრამ პრაგმატულად წარმოებულმა პოლიტიკამ დღემდე ის შედეგი გამოიღო, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შეერთების მიუხედავად, რუსეთი ვერ ავლენს საქართველოს დაბომბვის სურვილს, მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ხდებოდა ამის წახალისება.
ფაქტია, რომ ბიძინამ ყველას მოუგო და ეს მოგება დიდ წილად განაპირობა ქვეყნის ინტერესებზე დაფუძნებულმა მისმა პოლიტიკამ.
„ოცნების“ პოლიტიკოსები ზოგს მოსწონდა, ზოგს – არა, მაგრამ ხალხს სჯეროდა ს მიერ არჩეული კურსის და ეს განაპირობებდა დიდწილად ბიძინას და მისი გუნდის გამარჯვებას 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებში.
ამჯერად მიმდინარეობს უმცირესობის მიერ უმრავლესობის მართვის სხვადასხვა მოდელების დამუშავება და პრაქტიკული მცდელობები, თუმცა, დღემდე ვერც დაანონსებულმა ერთდღიანმა დამხობამ, ვერც ერთწლიანმა უწყვეტმა პროტესტებმა და ვერც ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ მხარდაჭერილმა, წახალისებულმა „პროტესტის უწყვეტობამ“ შედეგი ვერ გამოიღო. ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია: ხელისუფლების მომხრეთა რაოდენობა დღეს ბევრად ჭარბობს ოპოზიციის მომხრეებს და არც უახლოეს მომავალში ჩანს, რომ ეს რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს”, – წერს ნანა კაკაბაძე