ფაროსანას საწინააღმდეგოდ ზემო იმერეთის სოფლები თერმული ნისლით მუშავდება – სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ჯგუფებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხას პერიმეტრი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავეს – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს
„სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, შეწამვლის სამუშაოები 360 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.
ამ ეტაპზე, ზემო იმერეთში მავნებლის საწინააღმდეგოდ ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით იგეგმება. უსაფრთხოების წესების დაცვისთვის, მოსახლეობას წინასწარ ეგზავნება შეტყობინებები, ხოლო ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, შეწამვლა ღამის საათებში ტარდება.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სპეციალისტების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით თავის საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში ჩაატარონ შესაბამისი აგროსამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ