„ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება,“ – სჭირდება თუ არა საქართველოს ჯანდაცვის „გამჭვირვალობის კანონი“

გამჭვირვალობის პრინციპი, პოლიტიკურის გარდა, სხვა სფეროებშიც აქტუალურია. მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნები სწორედ გამჭვირვალობისა და საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების საფუძველზე ავითარებენ ინსტიტუტებსა და ამა თუ იმ სექტორს. გამონაკლისი არც ჯანდაცვაა, რომელიც სხვადასხვა სფეროებს შორის ყველაზე მეტად რეგულირებადია.

ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც ჯანდაცვის სექტორში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, ე.წ. სანშაინის კანონია. საინტერესოა, რომ ამ კაონონის საქართველოში ამოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარშვილმა გადადგომის შემდეგ გამოქვეყნებულ პოსტში და აღნიშნა, რომ შესაბამის პროექტზე მუშაობა დაწყებულია.
„დაწყებულია მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ქვეყანაში ე.წ სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში,“ – ნათქვამია განცხადებაში.
კანონი, რომელზეც აზარაშვილი საუბრობს, -ში 2013 წლიდან მუშაობს და ვრცელდება ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ ექიმებზე. ის ავალდებულებს ფარმაცევტულ კომპანიებს, ასევე სამედიცინო აპარატურის მწარმოებლებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან არსებული ფინანსური ურთიერთობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. კანონის თანახმად, თავად ექიმები ასევე ვალდებულნი არიან, გახსნან ინფორმაცია კომპანიებისგან მიღებული თანხების შესახებ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს მონაცემების საჯარო ბაზა, სადაც თითოეულ პაციენტს შეუძლია ნახოს, რა თანხას უხდიან მის მკურნალ ექიმს ფარმაცევტული კომპანიები.
ამ ეტაპზე შესაბამის საიტზე განთავსებულია ინფორმაცია სხვადასხვა გადახდებისა და კომპენსაციების შესახებ, რომლის მოცულობაც 10 მილიარდ დოლარს აღწევს.
ასევე ქვეყნდება იმ ფარმკომპანიების რეიტინგი, რომლებმაც ექიმებს ყველაზე მეტი თანხა გადაუხადეს. გასაჯაროვებულია იმ საავადმყოფოებისა და ექიმების სია, რომლებმაც ყველაზე მეტი თანხები მიიღეს. თუმცა კონკრეტული ადამიანების ბრალეულობა იშვიათად იკვეთება, რადგან ამისთვის საჭიროა დანაშაულებრივი განზრახვის დადასტურება.
სრულად: jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ