ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით ახალი ტაქტიკა აირჩიეს – ლევან ჭოტორლიშვილი

ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით ახალი ტაქტიკა აირჩიეს. თუ ადრე დასცინოდნენ ყველაფერ ეროვნულს, მართლმადიდებლობას, ტრადიციებს,
და ამ ლოზუნგებით ახალგაზრდობის ნაწილის მიმხრობა შეძლეს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, – ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჭოტორლიშვილი განმარტავს, ძველმა ტაქტიკამ არ გაამართლა, ამიტომ ისინი, ვინც ულტრა ლიბერალები არიან, ახალი ტაქტიკის თანახმად, ნაციონალისტები გახდნენ და ხელში სანთლებიც დაიჭირეს. მისი განცხადებით, მიზანი უცვლელია – საქართველოს ომში ჩართვა, ვინაიდან 200 ათასამდე სამობილიზაციო რესურსით დასავლეთისთვის ცოცხალი ძალის დამატების შესაძლებლობას იძლევა.
“ფარისევლებმა უცხოელი მეგობრების რჩევით ახალი ტაქტიკა აირჩიეს. თუ ადრე დასცინოდნენ ყველაფერ ეროვნულს, მართლმადიდებლობას, ტრადიციებს,
და ამ ლოზუნგებით ახალგაზრდობის ნაწილის მიმხრობა შეძლეს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ამიტომ ახლა სანთლები დაიჭირეს ხელში და ულტრალიბერალები ნაციონალისტები გახდნენ. მიზანი იგივეა, ქვეყნის ომში ჩათრევა. ძველმა ტაქტიკამ არ გაამართლა და ახალი მაგიტომ სჭირდებათ. მართალია ეზიზღებათ მაგრამ ითმენენ.
დასავლეთს აქვს საკმარისი ფინანსები, ტექნოლოგიები ომის დიდხანს გასაგრძელებლად, მაგრამ არ ჰყავს ჯარისკაცები. დასავლეთი ასე მსჯელობს. თუ ჩვენ მეგობრები და მოკავშირეები ვართ, ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი. ჩვენ მდიდრები წილში შევალთ ფულით და ტექნოლოგიებით. თქვენ ღარიბები წილში უნდა შეხვიდეთ ცოცხალი ძალით. ბოლო ტრანში დათქმით მისცეს რომ კიდევ ნახევარ მილიონ ადამიანს გააგზავნიან ფრონტზე. დილით ჯარისკაცები, საღამოს ფული, როგორც ერთ იუმორისტულ ნაწარმოებშია. მაგრამ სულ უფრო რთულია ცოცხალი ძალის რესურსის მობილიზება. დიდი ნაწილი განადგურებულია, ნაწილმა ქვეყანა დატოვა.
საქართველო თავისი ორასი ათასამდე სამობილიზაციო რესურსით დასავლეთისთვის შესაძლებლობაა. დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საქმეა. გადატრიალება, საზღვრების ჩაკეტვა, ხალხის ქუჩებში დაჭერა და ფრონტზე გაგზავნა. ანუ ის რაც უკვე ხდება ჩვენ თვალწინ მეზობელ ქვეყანაში.
არაფერი ახალი ამაში არ არის. ასე გაჰყავდათ ქართველი ჯარისკაცები, მონღოლებს, თურქებს, ირანელებს და რუსებს. მაქსიმალური ყურადღება არის საჭირო იმისთვის რომ ეს გეგმა არ განხორციელდეს. თორემ დაიფარება ქვეყანა სასაფლაოებით და დროშებით. ეს ეხება ყველას თვრამეტიდან სამოც წლამდე ასაკის მოსახლეობას.” – წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით