ფარიკაობის ფედერაციის საჩივარი – ბაზაძე მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ თავისი “ფეისბუქის” გვერდით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა:
“საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა. აღნიშნულს იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა.
ეს საჩივარი ავტორებმაც კარგად იციან, რომ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს და მაქსიმუმ რასაც მიაღწევენ ის არის, რომ ამ მსაჯმა ოლიმპიადაზე აღარ იმსაჯოს. ეს არის და ეს. მერე, სანდრო ბაზაძე მუდმივად კამათობს მსაჯებთან. ეს ფაქტიც მის მიმართ ნებისმიერ რეფერის მის მიმართ უარყოფითად განაწყობს და საკამათო სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებისას პირადი სიმპათიით იმოქმედებენ. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ვამბობ იმას , რაც დიდი ალბათობით რეალურია

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში