პროდიუსერი ილია ჯღარკავა:
როგორც პროფესიით ხმის ინჟინერმა და აუდიორედაქტორმა, იმის დასამტკიცებლად და სადემონსტრაციოდ, რომ დეკანოზ ილია ჭიღლაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა (მან თქვა და შეძლებისდაგვარად დაასაბუთა, რომ პატრიარქის საახალწლო მილოცვა ფალსიფიცირებულია 2024 წლისა და 2023 წლის მისალოცი ვიდეოების გამოყენებით), მე 2024 წლისა და 2025 წლის მისალოცი ვიდეოებიდან ამოვჭერი პირველი წინადადება და სინქრონულად ავაჟღერე.
ძალიან გასაგებ ენაზე რომ ავხსნა, ფანჯრის მინაზე რომ ორ იდენტურ ნახატს მიადებ, რომ სინათლეზე კარგად ნახო განსხვავდებიან თუ არა ერთმანეთისაგან, აი, ეგ გავაკეთე და გთავაზობთ ვიდეოს, რომლის საშუალებით მოისმენთ ხმას და დაინახავთ აუდიოჩანაწერის „კარდიოგრამასაც“.კადრში ზემოთ, ხოლო ხმაში მარცხენა არხში მოცემულია 2024 წლის ტექსტი, ხოლო კადრში ქვემოთ და ხმაში მარჯვენა არხში მოცემულია 2025 წლის ტექსტი.ამ წინადადებებს შორის განსხვავება ერთადერთია, ახალი ვიდეოს მომზადებისას „თქვენ“-ის წინ პაუზაა მოჭრილი. დანარჩენი აბსოლუტურად ერთი და იგივეა. სამწუხაროდ, სხვა ფრაზების შედარებითაც იგივე დგინდება.2023 წლის მილოცვა: https://youtu.be/6PfWCwpo6xs2024 წლის მილოცვა: https://www.youtube.com/watch?v=6Ux3NrFbhC82025 წლის მილოცვა: https://www.facebook.com/watch/?v=600634746235938
მორწმუნეებო, დაუსვამთ კრიტიკულ კითხვებს საპატრიარქოს თუ ამ აშკარა ტყუილს შეხვდებით მდუმარებით?