ფალსიფიცირებული ვისკი და კონტრაბანდული სიგარეტები ექსპერტიზაზე გადმოგატანინეს

ფალსიფიცირებული შოტლანდიური ვისკები და კონტრაბანდული სიგარეტები ექსპერტიზაზე  გადმოგატანინეს. ფაქტის ამსახველი კადრები “პირველებმა”  გადაიღო, სადაც ჩანს, რომ  უკანონო და ყალბი პროდუქციაა  შესამოწმებლად ორი მანქანით წაიღეს. ახლა სწორედ ექსპერტებმა  უნდა თქვან, რამდენად უსაფრთხო იყო სიცოცხლისთვის ის სასმელი, რომელიც  შოტლანდიის ნაცვლად, გორის ერთ-ერთ საწარმოში ისხმებოდა.

ამ საქმეზე ხელბორკილი მათ შორის ოცნების დეპუტატს, ბორის გოგიჩაიშვილსაც დაადეს. შვიდი ბრალდებულის საქმეზე სასამართლო დღეს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება