ფაგების მწარმოებელი „ბიოქიმფარმი“ ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის სერტიფიკატით დაჯილდოვდა

ფაგების მწარმოებელი ქართული კომპანია „ბიოქიმფარმი” დაჯილდოვდა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის „Horizon Europe – ჰორიზონტი ევროპა”-ის სერტიფიკატით, როგორც მეცნიერებისა და ინოვაციის პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური განმცხადებელი, მონაწილე და ბრწყინვალების სიგელის (SEAL OF EXCELLENCE) 3-გზის მფლობელი.
„ჰორიზონტი ევროპას“ პროგრამა მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკით შექმნილი კვლევებისა და ინოვაციების განხორციელებას. ასევე პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.
შეგახსენებთ, რომ „ბიოქიმფარმმა“ ევროპულ სტანდარტთან გათანაბრებული GMP სერტიფიკატი მიიღო და უკვე მსოფლიოს 8 ქვეყანაში გააქვთ ქართული ფაგიო ექსპორტზე და 17 მლნ ლარის ინვესტიციის მოზიდვა შეძლეს.
„ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერის რატი ღოლიჯაშვილის განცხადებით, ფაგები 100%-ით კვლევაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების 10 000-მდე აფთიაქში იყიდება და, ფაგების ანტიბიოტიკების რეზისტენტობიდან გამომდინარე, ნელ-ნელა ევროპაშიც აქტიურად იკიდებს ფეხს.