ფაბერჟეს ყველაზე ძვირადღირებული კვერცხი $24 მლნ-ადაა შეფასებული

ფაბერჟეს კვერცხების სერია კარლ ფაბერჟემ 1885-1917 წლებში შექმნა. სულ ცნობილია 69 კვერცხის შექმნის ისტორია, რომელთაგან 54 ს იმპერატორის ოჯახს უკავშირდება. დღეისათვის, თითოეული მათგანი ანტიკვარად ითვლება და მათი ღირებულება მილიონებს ითვლის.
კვერცხები ძვირფასი ლითონისგან ან მყარი ქვებისგანაა დამზადებული, რომლებზეც მინანქრისა და ძვირფასი ქვების ორნამენტებია დატანილი. ტერმინი „ფაბერჟეს კვერცხი“ დროთა განმავლობაში ფუფუნების სინონიმი გახდა, ხოლო თავად კვერცხები ამჟამად საიუველირო ხელოვნების შედევრებად არის მიჩნეული.
ფაბერჟეს „ზამთრის კვერცხის“ ფასი 1913 წელს დაახლოებით $12 500 იყო, მაგრამ ისინი დღეს გაცილებით ძვირი ღირს. 1921 წლის შიმშილობის დროს, ამერიკელმა ბიზნესმენმა ფაბერჟეს 11 კვერცხის შეძენა შეძლო, მაგრამ ვერ შეთანხმდა საკორონაციო კვერცხის ყიდვაზე. ამის ნაცვლად, 1927 წელს კვერცხი ლონდონის გალერეამ შეიძინა, სადაც ის 1979 წლამდე დარჩა. შემდეგ კი მალკოლმ ფორბსი გახდა საკონორაციო კვერცხის მფლობელი. კვერცხის ღირებულება 24 მილიონი დოლარია და ის ყველაზე ძვირადღირებულია ფაბერჟეს კვერცხების კოლექციაში.