უწყვეტი პროტესტის მე-400 დღე – თოვის მიუხედავად, რუსთაველზე უამრავი ადამიანია შეკრებილი

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღე – თოვის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში უამრავი ადამიანია შეკრებილი და კვლავ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვს.

დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხალხი საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დგანან.

მოქალაქეები გუშინ, ახალ წელს ქუჩაში, პარლამენტის წინ შეხვდნენ, დღესაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან – ამბობენ, რომ არ დაიღლებიან და ბოლომდე იბრძოლებენ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

ფოტოები: მარიამ ნიკურაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ