უწყვეტი პროტესტის ბედი 4 ოქტომბრის შემდეგ – შსს-ს გაფრთხილების მიუხედავად, აქცია მაინც დაიგეგმა

შს სამინისტროს გაფრთხილების მიუხედავად, 5 ოქტომბერსაც დაგეგმეს შეკრება პროევროპული აქციის მონაწილეებმა. ისინი თბილისში 300 დღეზე მეტია, ყოველ საღამოს კეტავენ რუსთაველის გამზირს. აქციაზე მისვლის შესახებ იუწყებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.
საღამოს 8 საათისთვის, ტრადიციულად, პირველი სკოლის წინ შეკრება დააანონსეს “ფედერალისტებმა”. პოლიტიკური გაერთიანება აცხადებს, რომ “პროტესტი გაგრძელდება გარდაუვალ გამარჯვებამდე”.
“თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილე ოპოზიციური პარტიებისა და გუშინდელი აქციის ორგანიზატორთა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, 4 ოქტომბრის როგორც ეგრეთ წოდებულმა არჩევნებმა, ისე შეკრებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმურად არ ცნობს”, – წერია განცხადებაში.
„დღესაც, ტრადიციულ დროს, შევხვდებით ტრადიციულ ადგილზე, რუსთაველზე”, – ეს არის ფრაგმენტი პოლიტიკურმა გაერთიანების – “კოალიცია ცვლილებისთვის” – მიერ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებული განცხადებიდან.
“ყოველ დღე ს დამარცხებამდე ვიდგებით იქ, სადაც ვიდექით გასული 311-ე დღე” – აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის”, რომლის 4 ლიდერი ამ ეტაპზე საპატიმროშია.
“4 ოქტომბერს ცარიელი საარჩევნო უბნების პარალელურად, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირი სავსე იყო თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანებით. უწყვეტი პროტესტის 311-ე დღეს თბილისში 100 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა მთავარი სათქმელით – ბრძოლა ბოლომდე!”, – ვკითხულობთ პოლიტიკური გაერთიანების ტექსტში.
“წინააღმდეგობა გრძელდება! დღეს, 19:00 საათზე ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე!” – დაწერა ასევე პარტია “თავისუფლების მოედანმა”.
5 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეიდან გამართული „ნებისმიერი შეკრება” 4 ოქტომბრის მოვლენების – “ხელისუფლების დამხობის” მცდელობის გაგრძელებად ჩაითვლება.
“მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას” – მითითებულია შს სამინისტროს განცხადებაში.
5 ოქტომბერი პროევროპული აქციების დაწყებიდან 312 დღეა.
ადამიანებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე დგანან, ხშირ შემთხვევაში, მკაფიოდ ემიჯნებიან „მშვიდობიანი რევოლუციის“ სცენარის ავტორებს და მათ ნაბიჯებს უწყვეტი პროტესტისთვის დამაზიანებლად თვლიან.
მოქალაქეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე გასვლას 5 ოქტომბერსაც აპირებენ, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თუკი ამჯერად დედაქალაქის ცენტრალური გამზირის გადაკეტვას ვერ შეძლებენ, ეს იქნება მანიშნებელი იმისა, რომ – „ქართულმა ოცნებამ“ პროტესტი „ხერხემალში გადატეხა“.
ყოფილი დიპლომატი, უწყვეტი აქციების მუდმივი მონაწილე, დავით ჩხეიძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას ამოძრავებს ორი მიზანი: „რუსთაველის ალაგმვა და პარტიების აკრძალვა“ და ახლა, წარუმატებელი პროვოკაციის შემდეგ, შეეცდება „ძალადობრივ აღსრულებას“.
“საბოლოო დარტყმისთვის ემზადებიან []”, “თუ დღეს გადაკეტვას ვერ შევძლებთ, პროტესტისთვის დამღუპველი იქნება” – სოციალურ ქსელებში, მოქალაქეები ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები 4 ოქტომბრის შემდეგ.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, მ 5 ოქტომბერს განაცხადა, რომ “გასული ერთი წლის განმავლობაში” ქუჩას თბილისში 50, 100 თუ 150 ადამიანი კეტავდა, ექსტრემისტული დაჯგუფებების აქტიურობით.
“რა თქმა უნდა, ეს არასწორია – არ შეიძლება, რომ 110-მა კაცმა მილიონ ასიათას კაცს გადაუკეტოს ქუჩა”, – ამბობს . “ექსტრემისტული დაჯგუფებების” მიზანი, მისი განმარტებით, იყო “სახელმწიფოს დაზიანება, ქვეყნის დაზიანება, ეკონომიკის დაზიანება”.
· 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის ს პარალელურად, მოძრაობამ “რუსთაველის” გამზირი დაგეგმა “სახალხო კრება”, რომლის მიზანსაც – “მშვიდობიანი რევოლუცია”, “მშვიდობიანი დამხობა” წარმოადგენდა. ეს ღონისძიება ხალხმრავალი იყო.
· მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.
· შს სამინისტრომ 4 ოქტომბერს დააკავა ორგანიზატორები: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
ფორუმი