„უწინდებური ურთიერთობა ვერ გაგრძელდება“ — ბრიუსელში საქართველოს საკითხს განიხილავენ

საქართველოში განვითარებული პროცესები ერთ-ერთი ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის განსახილველ საკითხებს შორის.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ტობიას ბილსტრომისთვის შემაშფოთებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს კანონის მიღებას, რომელიც გავლენას ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე.
„ევროკავშირმა უნდა უპასუხოს ამ საკითხს. ვფიქრობ, საქართველოსთან უწინდებური ურთიერთობა ვერ გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ მთავრობასთან ამ საკითხზე, ევროკავშირის მხრიდან ძალიან მტკიცე პოზიციის დაფიქსირებით. შვედეთის ხელისუფლების პოზიცია ძალიან მკაფიოა — ეს კანონი მიუღებელია, რადგან ის იმეორებს იმავე კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში“, — განაცხადა ტობიას ბილსტრომმა.
მისი თქმით, როგორც ევროკავშირის საბჭოს, ასევე კომისიის მხრიდან საქართველოს უნდა მიიღოს მკაფიო გზავნილი, რომ ასეთი კანონის მიღება ნიშნავს ურთიერთობების შეცვლას.
„სუვერენული სახელმწიფოს პარლამენტის და მთავრობის გადასაწყვეტია, რა უყონ ამ კანონს, თუმცა საქართველოს ევროპული მომავალი ახლა სერიოზული — არ მინდა ვთქვა საფრთხის, მაგრამ გამოწვევის წინაშეა“, — განაცხადა, თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაზემ.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლუმინიტა ოდობესკუმ თქვა, რომ უცხოური გავლენის კანონი ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ დღის წესრიგს.
„საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თანმიმდევრული თავის ევროპულ დღის წესრიგში. რუმინეთის სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ გავაგრძელებთ დისკუსიას იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო გვყავდეს ახლოს, მაგრამ ამ კანონის მიღება ძირს უთხრის ევროპულ დღის წესრიგს და მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გადაცემა“, — თქვა ოდობესკუმ.
როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს არის საქართველოში არსებული სიტუაციის პირველი შეფასება მინისტრების დონეზე.
ს საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნას თქმით, მინისტრებს სურთ, გაეცნონ ევროკომისიამ შუალედური მიმოხილვას 9 რეკომენდაციის შესრულებაზე, ასევე მოამზადონ საპასუხო ზომები საქართველოს მიერ უცხოელი აგენტების კანონის მიღებაზე. ცაჰკნას თანახმად, საპასუხო ზომებს შორის შეიძლება განხილულ იქნას უვიზო რეჟიმის შეჩერება და პერსონალური სანქციები. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ასეთი გადაწყვეტილება [პროცედურულად], ლანდსბერგისმა უპასუხა, რომ „პოლიტიკურად კი“.
ამ თემაზე:
ლანდსბერგისი არ გამორიცხავს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს
განვიხილავთ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას — ცაჰკნა
აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა გადადის ევროპული გზიდან — ბორელი

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – ჩვენ ვგულშემატკივრობთ „ლელოს,“ გვინდა, რომ არ „განაცდეს“, ეს არ არის ერთადერთი კეთილი ზრახვა – თანამშრომლობა საზოგადოებასა და პარლამენტში მრავალპარტიულობას სჭირდება