უძლიერესი მიწისძვრა ტაივანის ბოლო 25 წლის ისტორიაში

ცხრა ადამიანი ემსხვერპლა უდიდეს ს, რომლის მსგავსიც ტაივანში ბოლო 25 წლის განმავლობაში არ მომხდარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაშავებულია 900-ზე მეტი ადამიანი, 50-ს კი ჯერ კიდევ ეძებენ.
სეისმოლოგიური სადგურების ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.2 მაგნიტუდის იყო და ის დილის 8 საათზე მოხდა, როცა ქვეყნის უმეტესი ნაწილი სამსახურისში ან სასწავლებლებში მიეშურებოდა. მიწისძვრის ეპიცენტრი შედარებით მეჩხერად დასახლებულ აღმოსავლეთ სანაპიროზე, ჰუალიენის რეგიონში იყო, სადაც შენობები მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოგან მეწყერიც დაფიქსირდა.
ჰუალიენში ინტენსიური სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ძლიერი ბიძგების გამო, თავიდან დედაქალაქ ტაიპეიში მეტრო დახურეს, მაგრამ ამ დროისთვის მისი მუშაობა განახლებულია.
მიწისძვრის სიღრმე 15.5 კილომეტრს აღწევს. თავიდან ასევე გამოიცა გაფრთხილება მოსალოდნელი ცუნამის შესახებ. ფიქრობდნენ, რომ ის ტაივანის გარდა, იაპონიის სამხრეთი ნაწილს და ფილიპინებსაც ემუქრებოდა. თუმცა, გაფრთხილება მოგვიანებით გააუქმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილმა – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს