თმის შეჭრის დროს 5 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. საქმეზე ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, მესამე კი ჯერ კიდევ თავისუფალია. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ბიჭი დედასთან ერთად იყო და თმას იჭრიდა. სწორედ ამ დროს მოხდა გასროლა.
პოლიციის ცნობით, ბრენდონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. მამაკაცი, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც დალაქი, მასაც ესროლეს, თუმცა გადარჩა, მაგრამ და ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია.