„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ქუთაისში აქცია მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ქუთაისში აქცია მიმდინარეობს.
მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამჯერად მერიის წინ შეიკრიბნენ და ამგვარად უერთდებიან თბილისში მიმდინარე აქციას.
მათი თქმით, ეს არის რუსული კანონი და შეურაცხმყოფელია მისი მიღება.
აქციის მონაწილეები, ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოიხმონ კანონპროექტი, რადგან „საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას“.
„პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია. ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის განხილვა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. მოვუწოდებთ, ხელისუფლებას, გამოიხმოს ეს კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები გაგრძელდება“, – აცხადებენ სამოქალაქო სექტორში.

ასევე დაგაინტერესებთ