„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია ბათუმშიც მიმდინარეობს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ბათუმშიც აპროტესტებენ. მოქალაქეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ.
როგორც შეკრებილები აცხადებენ, ევროკავშირთან დაშორება, რეგიონში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს შეაჩერებს.
აქციაზე მყოფი სტუდენტები ამბობენ, რომ „რუსული კანონი საფრთხეს შეუქმნის, მომავალ თაობას“, რომ ევროპული განათლება მიიღოს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ წარმოდგენილი კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
“ბათუმში თბილისის მსგავსად მოქალაქეები რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ, რომელიც აქრობს კრიტიკულ აზრს და გვაშორებს ევროინტეგრაციას, უამრავ ადამიანს ართმევს შესაძლებლობას მიიღოს სერვისები, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების, გარემოს დაცვის და ადამიანის უფლებების მიმართულებით. კვლავ აქტიურია, ისივე როგორც რუსულ გემს, უთხრა უარი, ასევე ახლაც ხმამაღლა უარს ეუბნება რუსულ კანონს, რომელიც არ არის, საქართველოს არჩევანი”,- აცხადებს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თეონა დიასამიძე.