“უცხოური გავლენის აგენტების შესახებ” კანონპროექტი ევროკომისიაში – რა შეფასებები კეთდება ინიციატივასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრში

ევროკომისიის პროექტზე გამოცემა “ეუროაქტივმა” ვრცელი სტატია მოამზადა, რომლის თანახმადაც უცხოური აგენტების შესახებ მომზადებული პროექტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. კომისიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის დემოკრატიის პაკეტი, უნდა მოიცავდეს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ. გამოცემა ევროკომისიის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ პროექტის მიზანი არის ევროპული დემოკრატიის დაცვა გამჭვირვალობის ვალდებულებების დაწესებით. რაც ერთის მხრივ ეხება ფონდებს, და ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებული არიან მესამე ქვეყნებთან, გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის თუ პოლიტიკის ფორმირებაზე. გურამ მაჭარაშვილი განმარტავს, რომ აგენტების შესახებ კანონპროექტი, იგივე მიზნით დაარეგისტრირეს.
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, რომლებიც უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდნენ, ამტკიცებენ რომ ევროკომისიის პატრონაჟით მომზადებული პროექტი, ქართული ვერსიისგან განსხვავებული იქნება.
მმართველი პარტია არ აპირებს უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას კვლავ მიუბრუნდეს. ირაკლი კობახიძემ დღეს ისიც განმარტა, რომ ევროკომისიის მიერ ქართულის ანალოგი კანონის მომზადება კარგად აჩვენებს, რომ მარტში თბილისში განვითარებული მოვლენები ხელოვნურად, დესტაბილიზაციისთვის იყო ორგანიზებული.
გამოცემა “ეუროაქტივის” ცნობით, აგენტების შესახებ მომზადებულ პროექტს ევროკომისია
12 დეკემბერს გაასაჯაროვებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს