უცხოელ მშობლებს, რომლებსაც სურთ, ბავშვი აშშ-ში გააჩინონ მოქალაქეობის მისაღებად, ვიზა გაუუქმდებათ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი რეგულაცია უცხო ქვეყნების მოქალაქეებს აფრთხილებს, არ ისარგებლონ ტურისტული ვიზით იმ მიზნით, რომ შეერთებულ შტატებში დაბადებულ მათ შვილს ამერიკის მოქალაქეობა მიენიჭოს.
სახელმწიფო დეპარტამენტი ასეთ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა მომავალში მათ ვიზა გაუუქმდეთ ან -ში შესვლა საერთოდ აეკრძალოთ. ამ ფორმით ამერიკის ახალ ადმინისტრაციას ამერიკელი გადასახადების გადამხდელების დაცვა სურს.
„მიუღებელია, უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მას მოქალაქეობა მიაღებინონ, რასაც შეიძლება,ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა მოჰყვეს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს ოფიცრები, აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, არცერთ მსგავს ვიზაზე განაცხადს არ აკმაყოფილებენ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.
„სამშობიარო ტურიზმის“ ინდუსტრია აშშ-ში საკმაოდ განვითარებულია: ქვეყანაში დაახლოებით 33 000 ბავშვი იბადება წელიწადში მოქალაქეობის კანდიდატი დედებისგან, ხოლო კიდევ 100 ათასობით ბავშვს აჩენენ არალეგალები ან დროებითი იმიგრანტი ქალები. განსაკუთრებით აქტიურად იყენებენ ამ შესაძლებლობას ჩინეთის, ტაივანის, კორეისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები. აშშ-ის მთავრობას მიაჩნია, რომ ასეთი მშობიარეების ნაკადი ქვეყნის რესურსებისთვის დიდი დატვირთვაა, აგრეთვე, არსებობს შიში კრიმინალთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორება განსაზღვრავს, რომ ნებისმიერი, ვინც აშშ-ში დაიბადება, ავტომატურად ხდება ამ ქვეყნის მოქალაქე. შეეცადა, შეეზღუდა ეს უფლება დადგენილებით, რომელიც მოსამართლეებმა შეაჩერეს. 2025 წლის მაისში ამერიკის უზენაესი სასამართლო კვლავ განიხილავს ამ საკითხს.