უცხოელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ მასალებს ამზადებენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, უცხოელი ჟურნალისტების მედიატურები აჭარაში გრძელდება.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამჯერად, რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს ებრაელი და თურქი ჟურნალისტები ეცნობიან.
ს ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად ჟურნალისტებმა ბოტანიკური ბაღი, გონიოსა და პეტრას ციხეები მოინახულეს. ისინი ასევე, სტუმრობდნენ მთიან აჭარას, სადაც ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნეს.
წლის ბოლომდე, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის შესახებ სტატიების, ბლოგებისა და სიუჟეტების გამოქვეყნების მიზნით ჟურნალისტებს 25-ამდე სამიზნე ქვეყნიდან უმასპინძლებს.
რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს აჭარის პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზეც ტურისტულ გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი უკვე წარადგინა 20-ამდე ტურისტულ გამოფენაზე როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბაზრებზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ