უცხოელი ადვოკატები გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებენ

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატები, ბაჩიაშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ განცხადებას ავრცელებენ.
ადვოკატი რობერტ ამსტერდამისა და მისი იურიდიული ფირმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოსგან მიიღო. ამსტერდამი საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ, ვინ დგას ამ საქმის უკან.
“გიორგი ბაჩიაშვილის წარმომადგენელმა საერთაშორისო ადვოკატმა, რობერტ ამსტერდამმა, ორი უცხოური სადაზვერვო სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მისი კლიენტის სიცოცხლისთვის სარწმუნო მუქარის შესახებ შეიტყო. მათი კლიენტის წინაშე არსებული სახიფათო სიტუაციის გათვალისწინებით, ბატონი ამსტერდამის იურიდიულ გუნდს სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაავრცელოს ეს განცხადება და მოუწოდოს საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ ბატონი ბაჩიაშვილის დაცვა და გამოიძიონ ამ სავარაუდო შეთქმულების უკან მდგომი პირები” ნათქვამია განცხადებაში.
იურიდიული კომპანია ბაჩიაშვილის კომენტარსაც ავრცელებს: „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩაერთვება ძალადობის პრაქტიკულად ნებისმიერ დონეზე, რეჟიმის ყველა პოლიტიკური ოპონენტისა და კრიტიკოსის განადგურების მიზნის მისაღწევად“.
ადვოკატმა ამსტერდამმა ასევე არ გამორიცხა, რომ მკვლელობის შეთქმულება შეიძლება იყოს „გარე ძალების ნამუშევარი, რომლებიც ცდილობენ საქართველოში სიტუაციის კიდევ უფრო დესტაბილიზაციას” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – ჩვენთვის თავიდან ბოლომდე დაკარგა ინტერესი, ბრიტანელები რას განაცხადებენ, ვინაიდან ვხედავთ, რომ თავიდან ბოლომდე არიან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, „დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ

დეკანოზი ანდრია: სასურველია, რომ ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე