„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაიყვანს — მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა 15 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში ე.წ. აგენტების კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს აყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს და „გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან.“
დასმულ კითხვაზე, მაშინ, როცა ქართველი ხალხი და მთელი დასავლეთი გმობს ამ კანონს და მას მხოლოდ უჭერს მხარს, როგორ მოდის ეს თანხვედრაში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან, მილერმა შემდეგნაირად უპასუხა:
„ნება მომეცით ვთქვა, რომ ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რადგან ეს კანონპროექტი ზიანს აყენებს სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. კანონი გადაიყვანს საქართველოს ევროპული გზიდან. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ იმის გამო, რომ ეს რჩება კანონპროექტად, მე არ ვაპირებ დღეს ვისაუბრო რაიმე შედეგებზე, იმ შემთხვევაში, თუ მას კანონად მიიღებენ,“ — განაცხადა მილერმა.
ბრიფინგზე მილერს დაუსვეს კითხვა, -ის მიერ სანქცირებული ოთხი მოსამართლის შესახებ, ჰქონია თუ არა რაიმე სახის კომუნიკაცია საკითხზე საქართველოს ოფიციალურ პირებთან, ვინაიდან „გამოძიების ნაცვლად, ქართველი ჩინოვნიკები მოსამართლეებისთვის სანქციების გაუქმებას ითხოვენ.“
„თქვენს მიერ ნახსენები სამი სანქცია დაწესდა, რათა ხელი შეუწყოს ბოროტმოქმედთა პასუხისმგებლობას, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით, საფუძველი შეურყიეს კანონის უზენაესობას და ქართული საზოგადოებას შეულახეს რწმენა სასამართლო სისტემის მიმართ. საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გადადგან ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობს კორუმპირებული აქტორების ანგარიშვალდებულებას,“ — განაცხადა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.
საქართველოს პარლამენტი დღეს, 16 აპრილს, სესიაზე პირველი მოსმენით დაიწყებს რუსული კანონის განხილვას, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა. პარლალეურად, 12:00 და 19:00 საათზე დაგეგმილია 2 საპროტესტო აქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

სერგო ჩიხლაძე – „ქართულმა ოცნებამაც“ დაადასტურა, რომ პრემიერი უარს ამბობს აშშ-სთან საუბარზე – ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი სისრულეში მოდის, რუსეთისკენ სრული სვლა დაიწყო