უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისგან მუქარა იყო სხვადასხვანაირი – თეა წულუკიანი

რეფორმებმა, მათ შორის, პირველ რიგში მართლმსაჯულების სფეროში, მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე მოგვეწერა ხელი, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა იმ ზეწოლაზეც ისაუბრა, რომელსაც მმართველი გუნდი ამ რეფორმების გატარებისას წააწყდა.
„დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ერთი ხელშემშლელი იმ რეფორმებისა, რომლებსაც ხელისუფლების სახელით იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ედგა სათავეში, იყო, მაგალითად ბატონი ბუკიკიო, რომელიც ვენეციის კომისიას ხელმძღვანელობდა.
იუსტიციის მინისტრის რანგში 8 წლის საქმიანობის განმავლობაში [მახსოვს] რაც ხდებოდა, როგორ ხდებოდა, ვინ მოდიოდა, ვინ რას ითხოვდა, ვინ რას გვემუქრებოდა (მათ შორის უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები). მუქარა იყო სხვადასხვანაირი. მაგალითად – თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ ისე, როგორც გეუბნებით, შეიძლება საერთოდაც ვერ წავიდეს მერე ამ ხელისუფლების საქმე ისე, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ“, – იხსენებს ვიცე-პრემიერი.
მისივე თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მოსამართლეებს საყვედურობენ იმას, „რომ ამ ადამიანებმა დაიჯერეს თავისუფლების, რომ არ გახდნენ მათზე დამოკიდებულები
Previous: ისე ასაღებენ, თითქოს ეს ევროპისთვის ერთადერთი მისაღები ფორმაა და სხვა აზრი არ არსებობს, თუმცა ეს ასე არ არის – თენგიზ შარმანაშვილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებაზე

ასევე დაგაინტერესებთ

ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ

ირაკლი ღარიბაშვილი და რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქის, ადიგენისა და ნინოწმინდის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ