“უჩვეულო ყინვები – დასავლეთ საქართველოში -14, ხოლო აღმოსავლეთში -12 გრადუსია მოსალოდნელი” – ბატიაშვილი

“უჩვეულო ყინვები – დასავლეთ საქართველოში -14, ხოლო აღმოსავლეთში -12 გრადუსია მოსალოდნელი” – ბატიაშვილი
ამინდის პროგნოზი (gfs) გვამცნობს, რომ ძველით ახალ წლებზე საქართველოსთვის უჩვეულო ყინვები დაიჭერს. დასავლეთ საქართველოში ღამით -14, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -12 გრადუსია მოსალოდნელი. გასაგებია, რომ მაგ დროს თბილად ჩაცმა და ზამთრის საბურავების გარეშე ტრანსპორტით მოძრაობისგან თავის შეკავებაა საჭირო. მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი მოსაფრთხილებლები უსახლკარო ადამიანები და უპატრონო ცხოველები არიან. მაგ ტემპერატურაზე ცოცხალი ორგანიზმი იყინება. ამიტომ ვისაც ხმა მიგიწვდებათ ადგილობრივ ხელისუფლებებთან, საჭიროა უსახლკარო ადამიანებსა და ცხოველებს მიეცეთ თბილი თავშესაფარი თუნდაც რამდენიმე დღით სანამ ეს ამინდები გადაივლის.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)