უჩა ნანუაშვილი კახა კალაძეზე – ვერ შეძლეს სხვა კანდიდატურის წარმოდგენა – „ქართულ ოცნებას“ ნაკლებად ჰქონდა შანსი წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით ისარგებლებდა

ვერ შეძლეს სხვა კანდიდატურის წარმოდგენა, რადგან „ქართულ ოცნებას“ ნაკლებად ჰქონდა შანსი წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით ისარგებლებდა, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად, კახი კალაძის წარდგენა შეაფასა.
ნანუაშვილმა თბილისის მერობისთვის კახა კალაძის წარდგენა ხელისუფლების სუსტი საკადრო რესურსით ახსნა.
„მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლებას არ ჰყავს კანდიდატები. ადამიანური რესურსების ნაკლებობაც არის იმის საფუძველი, რომ არ მოხდა ახალი კანდიდატის არჩევა. ვერ შეძლეს სხვა კანდიდატურის წარმოდგენა, რადგან „ქართულ ოცნებას“ ნაკლებად ჰქონდა შანსი წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც საზოგადოების მხარდაჭერით ისარგებლებდა.
თბილისი სულაც არ არის მშვიდობის ქალაქი, პირიქით ეს არის ქალაქი, სადაც წლების განმავლობაში მიმდინარეობს დარბევები, მოქალაქეების დაკავებები და ესეც არის ქალაქის დამახასიათებელი ატრიბუტი. ძალიან ბევრი დაპირება იყო, სამწუხაროდ, თბილისელებმა ამ დაპირებებიდან ვერაფერი მივიღეთ, პირიქით, შეიძლება ითქვას, უფრო და უფრო ვიწროვდება საჯარო სივრცეები. ქალაქს უფრო მეტი პრობლემები აქვს, ვიდრე 5-10 წლის წინ ჰქონდა“,- განაცხადა ნანუაშვილმა.
გარდა ამისა, ნანუაშვილმა აქციების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესებზე და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა.
ნანუაშვილის თქმით, ხელისუფლება აქციების დროს დაკავებულებს „მძევლებად“ იყენებს, რათა საზოგადოებამ პროტესტი არ გააგრძელოს.
მისი შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს თავიდან აიცილოს ახალი ლიდერების გამოჩენა და დასავლეთთან ლეგიტიმაციის პრობლემაც გადაიჭრას, მათ შორის პოლიტპატიმრების შესაძლო გათავისუფლებითა და გარკვეული კომპრომისული ნაბიჯებით.
მ აღიარა, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ პრევენციის მიზნით ანუ არა დანაშაულისთვის, არამედ პრევენციისთვის. ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არიან მძევლები, უკანონო პატიმრები იმისათვის, რომ საზოგადოებამ არ გააგრძელოს პროტესტი. ხელისუფლება მიხვდა, რომ ეს ბრძოლა მორალურად წააგო. ქვეყანა კრიზისიდან ვერ გამოიყვანეს, არის წნეხი, რომელიც კვლავ გრძელდება, როცა პროცესი გრძელდება და ხელისუფლებამ დღემდე ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა, პირიქით, საზოგადოება კვლავ აგრძელებს პროტესტს, კრიზისი კვლავ სახეზეა. ამიტომ ხელისუფლებას სჭირდება ეს ადამიანები მორალურად გატეხოს. ხელისუფლება ყოველთვის იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანაში არ იყოს ავტორიტეტი, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი გაჰყვება. სწორედ ამას აგრძელებს, რომ ამ დაკავებულებიდან რომელიმე არ გახდეს ლიდერი, ამიტომ მას აწყობს ბოდიში, მათი მორალური განადგურება. ამით დასავლეთთანაც ცდილობს მთავარი პრობლემა მოაგვაროს, ეს არის ლეგიტიმაციის საკითხი. ისინი გრძნობენ, რომ არ არიან ლეგიტიმურები, ამიტომ სურთ ამ თ მაინც, მათ შორის გარკვეული კომპრომისული ნაბიჯებით, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლებით მოახერხონ ლეგიტიმაციის პრობლემის მოგვარება“,- განაცხადა ნანუაშვილმა.