„სელფი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.3 მლნ. აბონენტს ემსახურება, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ გასვლასთან დაკავშირებით, ქომაგებს შესაძლებლობას აძლევს გერმანიაში, სამივე ქალაქში, სადაც საქართველოს ნაკრების მატჩები იმართება, სპეციალურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეებს, ე.წ. ფანზონებს ეწვიონ.
„სელფის“ ინფორმაციით, სამივე ქალაქში „ფანზონები“ პოპულარულ ბარებშია განთავსებული, რაც შესაძლებლობას მიცემს ქომაგებს მატჩამდე ერთად გახურდნენ.
„შესაბამის გაფორმებასთან ერთად, პირველ შემოსულ სტუმრებს „სელფის“ საჩუქრები დახვდებათ. სამივე ლოკაციაზე, მატჩის დღეს, თამაშის დაწყებამდე, „ფანზონას“ ესტუმრება ქართული ფეხბურთის ლეგენდა: შოთა არველაძე – დორტმუნდში, თემურ ქეცბაია – ჰამბურგში და ლევან ყენია – გელზენკირხენში.
ფანზონების განთავსების მისამართებია: დორტმუნდი: დორტმუნდი: The Londoner |18 ივნისი, ჰამბურგი: Klempau’s Paulaner | 22 ივნისი, გელზენკირხენი: Fankeipe auf Schalke | 26 ივნისი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.