“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ ფრენკი დე იონგის შესახებ ისაუბრა.
“დე იონგის მსგავსი მეტი მოთამაშე გვჭირდება. ის მშიერია და ტიტულების მოგება სურს, წარმოუდგენელი ფეხბურთელია. გვინდა, რომ ფრენკი ჩვენთან დიდი ხნის განმავლობაში იყოს, კონტრაქტის გახანგრძლივება ფრენკისთან? ამაზე სწორ დროს ვისაუბრებთ”, – განაცხადა დეკუმ Sport-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ნიდერლანდელ ნახევარმცველს “ბარსელონასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში ეწურება. ამ სეზონში დე იონგმა “ბლაუგრანას” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 23 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 1 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
