უფასო სამგზავრო ბარათებზე ინფორმაცია ყალბია – თბილისის მერიის გაფრთხილება თაღლითურ სქემაზე

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა, Facebook-ზე სხვადასხვა გვერდის სახელით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მოქალაქეებს, საჩუქრად საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთწლიან უფასო სამგზავრო ბარათებს გადასცემენ.
“ყალბ გვერდებზე ასევე, გამოყენებულია თბილისის მერიის ლოგო, ინფორმაციაში კი, ბარათის სანაცვლოდ, გარკვეული თანხის გადახდას ითხოვენ.
გვინდა, მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათების შეძენა შეგიძლიათ ჩვეული წესით, როგორც თბილისის მეტროსადგურებში, ისე ს ფილიალებში.
მოვუწოდებთ მგზავრებს, არ ენდოთ მსგავსი ტიპის ინფორმაციას და პირველ რიგში, დარწმუნდით გვერდების სანდოობაში. მსგავს შემთხვევებში, ინფორმაცია ასევე, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22” – აცხადებს მერია.