მიტანის სერვისის სფეროს ლიდერი, ფინური კომპანია ვოლტი მომხმარებლისთვის სასიამოვნო სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს.
ვოლტის და საქართველოს ბანკის მორიგი ერთობლივი პროექტი საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის SOLO და Gold-სტატუსის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს, Wolt+-ის გამოწერის ერთწლიანი სერვისით უფასოდ ისარგებლონ.
სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს Starter, Bronze და Silver-სტატუსის მქონე მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც Wolt+-ის 3-თვიანი უფასო გამოწერით ისარგებლებენ.
შეთავაზების გააქტიურებას მომხმარებელი საქართველოს ბანკის მობილბანკის შეთავაზებების სივრცეში შეძლებს, სადაც სპეციალური ბმული დახვდება. Wolt+-ის უფასო გამოწერა ბმულზე გადასვლის შემდეგ გააქტიურდება.
SOLO-მომხმარებლისთვის, რომელიც Wolt+-ის გამოწერით უკვე სარგებლობს, გამოწერის უფასო სერვისით სარგებლობის 12 თვის ათვლა მოქმედი სერვისის დასრულების თარიღიდან დაიწყება.
ვოლტი-საქართველოს გენერალური მენეჯერის განცხადებით, კომპანია მომხმარებელსა და პარტნიორი ბიზნესების განვითარებაზე ორიენტირებულ კამპანიებს მომავალშიც განაგრძობს.
„ჩვენი და საქართველოს ბანკის მჭიდრო პარტნიორობა უკვე არაერთ წელს ითვლის და ამ ნაყოფიერი თანამშრომლობით მიღებული მნიშვნელოვანი სარგებელი ჩვენმა მომხმარებელმა საკუთარ თავზე მრავალჯერ გამოცადა. რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტები უცვლელია და როგორც მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებასა და პარტნიორი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებული კომპანია, მომავალში კიდევ არაერთი ინოვაციური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ“, – აცხადებს სერგი მარღანია.
Wolt+-ის გამოწერის ფარგლებში, მიტანის უფასო სერვისით სარგებლობა ვოლტის ყველა პარტრნიორი ობიექტიდან იქნება შესაძლებელი. ვოლტის პარტნიორი ობიექტების რაოდენობა მუდმივად მზარდია და უკვე 3 ათასს აჭარბებს. მრავალფეროვანია ობიექტების ჩამონათვალიც და კატეგორიაც. მომხმარებლისთვის მუდმივი სიახლეების შეთავაზება და დამატებითი ღირებულების შექმნა ვოლტისთვის პრიორიტეტია.
Wolt+ ვოლტის კომფორტული სერვისია, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, დაზოგოს თანხა, ისარგებლოს უფასო მიტანის სერვისით და ექსკლუზიური ფასდაკლებებით მთელი წლის განმავლობაში. Wolt+-ის მომხმარებლებმა მსოფლიოში, სერვისით ამოქმედების დღიდან, მთლიანობაში, 200 მილიონ ევროზე მეტი დაზოგეს.
